საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახტანგ ქართველიშვილის საჯარო ლექცია/სემინარი

14 დეკემბერს, ოთხშაბათს,  15:00 საათზე თსუ II კორპუსის 227 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  სასწავლო- სამეცნიერო სემინარი.    

მოხსენების თემა: "კვარკონიუმი - ობიექტი და ინსტრუმენტი: J/psi მეზონების შესწავლა ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS ექსპერიმენტზე".

მომხსენებელი: ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის  ფაკულტეტის პროფესორი ვახტანგ  ქართველიშვილი

ანოტაცია:   მომხსენებელი მიმოიხილავს კვარკონიუმის -- მძიმე კვარკისა და ანტიკვარკის ბმული მდგომარეობის -- წარმოშობისა და დაშლის კანონზომიერებებს, და მათი შესწავლის შედეგებსა და პერსპექტივებს ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერის (CERN LHC) ექსპერიმენტებზე. თუ აქამდე მკვლევარები კვარკონიუმს განიხილავდნენ როგორც კვლევის ობიექტს, ამჟამად ის სულ უფრო და უფრო ხშირად განიხილება როგორც ნაწილაკთა სტანდარტული მოდელის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის ინსტრუმენტი.
სემინარის ძირითადი მიზანია ნაწილაკების ფიზიკის მიმართ სტუდენტების ინტერესის გაღვივება.

თარიღი: 12/12/2022